ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია ნათქვამი.

მოსაწვევი მიშელმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა.

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება, ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაერო-ს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.

„ასევე, ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას განვიხილავთ“, – ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.ცნობისთვის, დღეს ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 47 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო მიიღებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share