საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ.
ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრების, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერების განცხადების თანახმად, ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დაუჭერენ, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.
“სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების [გატარების] მხრივ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოს [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერები,” – წერია ერთობლივ განცხადებაში.