გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მქონე სახელმწიფოებმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყონ, თუმცა როთის განმარტებით, საქართველოში ასე არ მოხდა.
გერმანელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ევროპის უმაღლესი დეპუტატები თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.
მთელი ევროპიდან უმაღლესი დეპუტატები თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით ურყევად დგანან. ჩვენ თვალს არ ვაშორებთ და შედეგებს ველით. ვისაც ევროკავშირის წევრობა სურს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა უზრუნველყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ მოხდა”, – წერს როთი.
ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.
საგანგებო განცხადებას ხელს ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის ესტონეთის ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, პარლამენტების, საგარეო კომიტეტის შეფები და ევროპარლამენტარები აწერენ.