დღევანდელი დღე არის “შეაყარე კედელს ცერცვი”, – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის მოსმენას პარლამენტში.
მისი თქმით, მათ ვერანაირი გეგმა ვერ მოისმინეს, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება დარჩენილ 2 კვირაში იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
“ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, 7 – პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევთავაზეთ, თუმცა, მათგან პასუხი არის მხოლოდ ტყუილი, ცრუ ბრალდებები და მუქარები. მარტივად რომ შევაჯამოთ, დღევანდელი დღე არის – “შეაყარე კედელს ცერცვი”, ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით. იგონებენ ტყუილებს და ამაზე საუბრობენ. გული მწყდება, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც ერთიანობაზე ამბობს უარს, გახლეჩილობაზე დებს ფსონს და რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ უნდა გაუშვას”, – განაცხადა ვაშაძემ.
“ინტერპრესნიუსი”