“პრობლემა წინა ხელისუფლებიდან მოდის, მაგრამ 8 წელი რას აკეთებდით მთავრობა”?

ლანჩხუთის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა მგელაძე მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ენმ-ის ადგილობრივი ლიდერის, კახა ასკურავას ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ის მედპერსონალისთვის დავალიანების ნაწილის დაფარვაზე წერს: “თუ შპს..,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი “ლანჩხუთის კლინიკა საკითხი გადაწყდა(რასაც ვეჭვობ) პირველ რიგში იმ მედპერსონალის დამსახურებაა, რომლებმაც შიშის გარეშე გაასაჯაროვეს ტიკარაძის მოადგილის მუქარა. ეტა რაზ! მეორე შენი Kakha Askurava რომელმაც მოიწვიე ტელევიზიები და გაასაჯაროვებინე თემა. ეტა დვა! და შემდეგ არავის წვლილს არ დავაკნინებთ ოღონდაც მოგვარდეს პრობლემა.ეტა ტრი! ერთი თვის ხელფასის ჩარიცხვა დიდი ვერაფერი გამარჯვებაა, რადგანაც მუქარის ავტორი 6 თვის ხელფასის ჩარიცხვას და კიდევ 2 თვის კომპენსაციას პირდებოდა პერსონალს. მთავარია იურიდიული საკითხი მოგვარდეს, რომ მოხერხდეს შენობის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რათა ლიცენზია არ შეუჩერდეს. პ. ს. რაც შეეხება პრობლემას, ნამდვილად წინა მთავრობიდან მოდის, მაგრამ 8 წელი რას აკეთებდით საქართველოს მთავრობა? დავიჯერო “გაგიჭირდათ” ნების შემთხვევაში თქვენი “სამართლიანი სასამართლოს” მიერ მოგვარება?”-წერს მგელაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში აქცია გამართა საავადმყოფოს მედპერსონალმა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ლანჩხუთის საავადმყოფომ ფუნქციონირება შეაჩერა მედპერსონალი – 70 ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გამო “გურიის მოამბესთან” საუბარში გაკვირვებას ვერ ფარავენ კლინიკის მედპერსონალის წარმომადგენლები. ექიმები და ექთნები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კოლექტივს მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა გააცნო და მაღალჩინოსანი უმუშევრად დარჩენილებს დაემუქრა კიდეც. როგორც ექიმი ბორის ბურძგლა აცხადებს, საავადმყოფოს, პერსონალის მიმართ 6 თვიანი სახელფასო დავალიანება გააჩნია, მინისტრის მოადგილემ კი თანამშრომლებს წუხელ უთხრა, რომ სახელფასო დავალიანებას და ორთვიან კომპენსაციას იმ შემთხვევაში მიიღებენ თუ ენას კბილს დააჭერენ და საავადმყოფოს დახურვის თემაზე ჟრნალისტებთან არ ისაუბრებენ. მედპერსონალი მიუღებლად მიიჩნევს უწყების გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისაგან საავადმყოფოს ფუნქციონირების განახლებისაკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ლანჩხუთის საავადმყოფოს თანამშრომელთა გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება კლინიკის დახურვის შესახებ სამინისტრომ პანდემიის პირობებში მიიღო.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share