რ შეიძლება, უნივერსიტეტი “ოცნების” პარტიული რგოლი და შსს-ს ქვედანაყოფი გახდეს – პროფესორი

არ შეიძლება, უნივერსიტეტი “ქართული ოცნების” პარტიული რგოლი და შსს-ს ქვედანაყოფი გახდეს” – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სოფო შამანიდიმ განაცხადა.

ლექტორის შეფასებით, “სავალალო მდგომარეობაა“, როდესაც უნივერსიტეტის კარს სტუდენტებს ურაზავენ და ამის პარალელურად, სპეცრაზმს საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა ტერიტორიაზე შესვლის უფლებას აძლევენ.

”სავალალო მდგომარეობაა. უნივერსიტეტს აქვს ავტონომიურობა. არ შეიძლება, რომ ის იყოს პარტიული რგოლი “ქართული ოცნებისა”. არ შეიძლება, რომ იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი. ჩვენ ვითხოვთ შეკითხვებზე პასუხს, თუ რანაირად მოხვდა ეს დანაყოფი თსუ-ში, იცოდა თუ არა რექტორმა, აკადემიურმა საბჭომ ამის შესახებ. ეს გვაინტერესებს ჩვენ, მაგრამ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენ მიერ არჩეული რექტორი და აკადემიური საბჭო პასუხს გაგვცემს”, – ამბობს სოფო შამანიდი. 

ცნობისთვის, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეცრაზმის თავშესაფარი იყო.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share