”პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს და ამისკენ მიანიშნებენ, მათ შორის, ევროპელი პარტნიორები. ტექნიკური საკითხია, მათ შორის, საკუთარი პოზიციონირებით ერთგვარად ის უკვე ამ მიმართულებით მიდის. თუმცა აქაც მე აუცილებლად უნდა გავაჟღერო პოზიცია, რომელიც ჩემთვის პრინციპულად და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია და ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების საკითხი. თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხდება ის გამაერთიანებელი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს წინ და რომელიც ლახავს იმ მძიმე ფრაგმენტაციას, რომელიც წარსულში, სამწუხაროდ, არსებობდა ოპოზიციაში და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას წარსულში დავტოვებთ, აუცილებელია, რომ მე, პირადად, და ჩვენმა ამომრჩეველმა შეძლოს მისი აღქმა, როგორც გამაერთიანებლის და ეს ნამდვილად ვერ მოხდება ამ გადაწყვეტილების გარეშე.
მე მესმის, რომ მას ჰქონდა პოზიცია და მე, რა თქმა უნდა, არ მინდა რაიმე პროცესის ფორსირება მოვახდინო ხელოვნურად, მაგრამ ეს ნამდვილად არის საკითხი, რომელიც დგას დღის წესრიგში ჩემთვის, “ნაციონალური მოძრაობისთვის” და იმ ევროპელი პარტნიორებისთვის, რომლებთანაც მე მქონდა შეხვედრები ბრიუსელში.
მინდა გითხრათ, რომ ამ თემას ვაყენებ ყოველთვის, ყველგან და, განსაკუთრებით, ისეთ აქტორებთან, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ გადამწყვეტი როლი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ეს მიმაჩნია იმ ფუნდამენტურ საკითხად, რომლის გადაწყვეტის გარეშეც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმოების ნორმალიზებაზე საუბარი იქნება ძალიან რთული და, რეალურად, შეუძლებელი”-