”მინდა გავიხსენო ინდოელი ლიდერის, ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვები მცირე ადაპტირებით: „არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდო-ელიტა“ – ამის შესახებ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მისივე ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა იერიში ოპოზიციაზე და მეამე სექტორზე მიიტანა.
“უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდო-ელიტას რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს. ის არის უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და არც საკუთარი ხალხი, რადგან მას სინამდვილეში საკუთრად არ მიიჩნევს
პირიქით, ასეთ ადამიანებს საკუთარი ქვეყანაც და ხალხიც ეთაკილებათ. ასეთი ადამიანი არის აკაკისეული ღამურა, რომელიც, საბოლოოდ, ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს. ასეთი ადამიანები იოლად ექვემდებარებიან გარედან მართვას, რადგან ისინი ყოველგვარი პრინციპებისგან არიან დაცლილი.
სწორედ ასეთია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახე და ასეთი იყო ამ ადამიანების სახე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც”- თქვა ივანიშვილმა.