“ნამდვილი მშვიდობა დადგება მაშინ, როდესაც მთავარ დამნაშავეს ძალაუფლებას წავართმევთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აშშ-ის კონგრესში საუბრობს, სადაც უკრაინის დახმარებას განიხილავდნენ.
”მშვიდობა არ არის მხოლოდ ომის არარსებობა. მშვიდობა ასევე არის იმ ტირანის დასჯა, რომლისგანაც მოდის აგრესია. დღეს ბოროტების იმპერია ჯოჯოხეთიდან დაბრუნდა და უკრაინა თავისუფლებისთვის უკვე 649 დღეა, რაც იბრძვის. ჩვენ მათ მიერ დაგეგმილი ბლიცკრიგი ჩავშალეთ და მტკიცედ ვდგავართ დღემდე. ჩვენ გულითად მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა. მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვუმკურნალოთ დაავადებას და არა მის სიმპტომებს. მოლაპარაკებები ტერორისტებთან ყოველთვის სრულდება მყიფე მშვიდობით. ნამდვილი მშვიდობა დადგება მაშინ, როდესაც მთავარ დამნაშავეს ძალაუფლებას წავართმევთ. ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევითა და ქმედებებით” – ამბობს ერმაკი.