“ჩვენთან არჩევნების პრობლემები არის სუს-ში, პოლიტიკურ კლიმატში, ძალადობაში, კრიმინალში და შავრაზმელებში”

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია:

„სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს არაფერს ცვლის. საერთოდ, ცესკოში არ არის საქმე, ჩვენთან არჩევნების პრობლემები არის სუს-ში, პოლიტიკურ კლიმატში, ძალადობაში, კრიმინალში და შავრაზმელებში. ცესკო-ს ფაქტორიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ცესკოშიც სისტემა ისე არის აგებული, რომ ეს თავმჯდომარე დარჩება, სანამ ახალს არ აირჩევენ. არავინ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ამით რამე მოხდა. პრეზიდენტ ზურაბიშვილს თუ უნდოდა რაღაც განაცხადი მაინც, ისეთი კომისია უნდა შეექმნა, რომ რომელიმე კანდიდატურას მაინც ჰქონოდა საზოგადოების ნაწილის ნდობა, აქ არავის აქვს და მისი შიდა ფრაქციული, ივანიშვილის რეჟიმის საპარლამენტო ჯგუფი ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. ვიმეორებ, ამით არაფერი იცვლება. თუმცა, ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება, ამ საკითხშიც კი ჩანს საპარლამენტო უმრავლესობის უტიფარი დამოკიდებულება ყველა პროცედურის მიმართ“,-განაცხადა ბოკერიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share