მთავრობას შეუძლია წაართვას სასახლეები რუს ოლიგარქებს ლონდონში და გამოიყენოს ისინი უკრაინელი ლტოლვილების დასასახლებლად – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
დომინიკ რააბმა მხარი დაუჭირა რუსეთის ქონების ჩამორთმევისა და კონფლიქტისგან გაქცეული ადამიანების საცხოვრებლად გადაყენების იდეას.
„თუ ჩვენ გვექნება მტკიცებულებები და სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – განaცხადა რააბმა.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ასეთი უძრავი ქონების გამოყენებას უკრაინელი ლტოლვილების განსათავსებლად, მან უპასუხა: “დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ ყველაფერს ყოვლისმომცველად განვიხილავთ”.