ნიკა მელია – 2 ოქტომბრის გამარჯვებით ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას – ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის

ნიკა მელია – 2 ოქტომბრის გამარჯვებით ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას – ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის „ქართული ოცნება“ ვეღარ დააშინებს, ვეღარ გააყალბებს, ექნება მცდელობა, მაგრამ ვეღარ გაუვა – ოლიგარქი დამარცხდება 2 ოქტობრის რეფერენდუმში და ოქტომბრიდან ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში მერობის კანდიდატების წარდგენისა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში სიბოროტე უნდა დასრულდეს და 2 ოქტომბრის არჩევნებით ეს უნდა დასრულდეს. „ეს ქვეყანა ერთხელ უკვე დადგა ფეხზე და ახლაც ასე იქნება. ამისთვის ჩვენი რეფერენდუმის ლიდერები მოივლიან მთელ ქვეყანას, თქვენგანაც მოისმენენ და თვითონაც შემოგთავაზებენ რეალურ გზებს როგორ შევამციროთ სიღარიბე, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ გვქონდეს ნორმალური სასამართლო, როგორ არ შევეგუოთ გათავხედებულ კრიმინალს, როგორ ვიაროთ დასავლეთისკენ. ჩვენ მოგიყვებით და თქვენგანაც მოვისმენთ მთავარს, როგორ დავამარცხოთ ეს ბოროტება ქვეყანაში. ეს ყველაფერი წყდება ორ ოქტომბერს. ორ ოქტომბრის გამარჯვებით მხოლოდ ვიწყებთ, ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას, ვიწყებთ იმგვარი საქართველოს შენებას როგორსაც იმსახურებს ძველი ევროპული ცივილიზაცია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორც მოვიქცევით იმდაგვარად შევბოჭავთ „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივ წარმონაქმნებს. „ქართული ოცნება“ ვეღარ დააშინებს, ექნება მცდელობა, მაგრამ ვეღარ გაუვა, ვეღარ გააყალბებს, ეცდება ამას, ამ ყველაფრის გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ მეორე მხარეს, როდესაც გულანთებული საქართველოს უდიდესი ნაწილი იდგება, ამ ყველაფერს ისინი ვერ გაბედავენ. ოლიგარქი დამარცხდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმში. ოქტომბრიდან ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის და მისი მონა-მორჩილების“ , – განაცხადა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share