რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 23% “ნაციონალურ მოძრაობას”, 8% კი გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტიას – “საქართველოსთვის”.
სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:
- “გირჩი – მეტი თავისუფლება” – 5%
- “ევროპული საქართველო” – 3%
- “ლეიბორისტული პარტია” – 3%
- “პატრიოტთა ალიანსი” – 3%
- “ლელო საქართველოსთვის” – 2%
- “სტრატეგია აღმაშენებელი” – 2%
- “მოქალაქეები” – 2%
- “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 1%
- “დროა” – 1%
- “გირჩი” – 1%
- “ერთობა, რაობა, იმედი – ერი” – 1%
- სხვა – 2%
- უარი პასუხზე – 11%
კვლევა ჩატარებულია “მთავარი არხის” დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.