ლანჩხუთში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლანჩხუთელი ახალგაზრდა მურმან არველაძე ტრაგიკულად დაიღუპა. იგი შენობის სახურავიდან გადმოვარდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „სიტყვები არ მყოფნის, მურიკა, ისე მეწვი და მენანები. მშრომელი, პატიოსანი, კეთილი ბიჭი იყავი. მშვიდობით, მურიკა, ჩვენო გამორჩეულო მეგობარო. უფალმა ნათელში გამყოფოს!“ _ წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ახალგაზრდის მეგობრები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share