რატომ არ ჩაერთო სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად – პენიტენციურის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი, ნიკა აბრამიშვილი ამბობს, რომ უწყებას ამ ეტაპზე კლინიკა “ვივა მედში” არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რომ მესამე პრეზიდენტის სხდომაზე დისტანციურად ჩართონ.

„შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს სჭირდება შესაბამისი ტექნიკური გამართვა, ამ ეტაპზე კლინიკა “ვივა მედში” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა”, – განაცხადა აბრამიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share