მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, სადაც მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა განიხილება 22 დეკემბერს გაგრძელდება. მოსამართლე არევაძემ დღეს სხდომა 1 კვირით გადადო და აღნიშნა, რომ 21 დეკემბერს პროცესს “შეგნებულად არ ნიშნავს”.
მას შემდეგ, რაც ადვოკატმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს სხდომის გაგრძელება კარგი იქნებოდა, მოსამართლემ “პროვოკაციაზე” მიანიშნა და თქვა, რომ ამ დღეს სხვა პროცესები აქვს.
სასამართლო 22-ში დილის 11 საათზე ჩაინიშნა.
პენიტენციური სამსახური სამედიცინო დასკვნის შესწავლის მოტივით, პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვდა, რასაც დაცვა არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ამდენი დრო არ არის.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მონაწილეობის საშუალება დღესაც არ მისცა. მესამე პრეზიდენტი დისტანციურად “ტექნიკური მიზეზების” გამო არ ჩართეს.