მმართველი გუნდის თავის ტკივილები ოზურგეთში

მმართველ გუნდს ოზურგეთში პრობლემები არ ელევა, პირიქით , რაც უფრო ახლოვდება კანდიდატების გამოცხადების დღე, სულ უფრო ახალი თავსატეხები იჩენს თავს.კარგად ინფორმირებული წყარო ოცნებიდან გვიყვება, რომ ოცნების შტაბში სრული ქაოსია, არავინ იცის საბოლოოდ ვინ იქნება მათი კანდიდატი , ვინ ჩაიბარებს შტაბის უფროსობას, და ეს იმ ფონზე, როცა გახარიას შტაბის წინ ადამიანების და მანქანების ტევა არააა. სტაჟიანი მეოცნებეები მალვით კიარა, დემონსტრაციულად მიდიან გახარიას შტაბში და ღიად აფიქსირებენ კეთილგანწყობას. ოცნების ერთგული წევრები კი კულურებში საუბრობენ , რომ სათუოდ ეჩვენებათ მათი კანდიდატის გამარჯვების საკითხი.
ამ გულგატეხილობას ერთის მხრივ, მერაბ ჭანუყვაძის გვერდზე გაწევით განაწყენებულთა მრავალრიცხოვნება უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი მოქმედი მერის, კოტე შარაშენიძის ოცნების კანდიდატად დაყენების მსურველთა სიმრავლე.
,,რამდენი გეგულებათ კოტე შარაშენიძეზე მეტი ერთგული ბიძინა ივანიშვილის? როგორ იქნებოდა მის კანდიდატურაზე უარის თქმა, დათო დარჩია რეალურად მძევლად აიყვანეს პარტიის ისეთმა უსახურმა სახეებმა, როგორებიცაა გელა ჭანუყვაძე, და კიდე რამდენიმემ და სულ ფეხების ბაკუნით და პარტიის დატოვების მუქარით აიძულეს თურმე დაფეთებული დარჩია კოტეს საწინააღმდეგო ზარები გაეშვა ზევით თუ ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ. არადა, ამ ხალხს ორი ცალი ხმის მოტანაც კი არ შეუძლიათ ოცნებისთვის. არც მერაბ ჭანუყვაძეს ყავდა ცოტა მომხრე პარტიაში, ახლა მისი უახლოესი მეგობარი გახარიას პარტიიდან იყრის კენჭს. კაცმა არ იცის რას იზამს განაწყენებული ექსგუბერნატორი.ვის იმედზე აპირებს ოცნება მოგებას, ბეგი სიორიძის, რომელიც უკვე ნაცებისკენ იხრება თუ მაჟორიტარი ჩიგოგიძის, რომელსაც ოზურგეთში კიარა, თავის ჩოხატაურში თავი და ბოლო ვერ გაუგია ამ არჩევნებისთვის, საკუთარ სოფელში, აივანზე წამოწოლილი, გვერდით ვისკის ბოთლით, კომუნისტებისდროინდელი დირექტივებით გეგმავს არჩევნების მოგებას. ან იქნებ ბესიკ მელუას და ნუგზარ ურუშაძის იმედით,რომლებსაც მხოლოდ ის ფუნქცია აქვთ, რომ შტაბი უბრალოდ ღია იყოს და შიგ ვინმე სულიერი იჯდეს“- ამბობს ოცნების აქტივისტი.
ასეთი ფიქრები უტრიალებს თავში რიგით მეოცნებეებს ოზურგეთში და მათი შიშები რეალისტურია.ოცნების ამომრჩეველზე დღეს ოზურგეთში სამი სერიოზული ძალა ნადირობს: თვითონ ოცნება, გახარის გუნდი და პოტენციურად დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე. ნაციონალების მყარ ელექტორალურ ნაწილს ისინი ვერ შეამცირებენ და ვერც მომხრეს წაართმევენ. პირიქით , ოპოზიციური ერთიანობის ფონზე მათი რიცხვი შესაძლოა ისტორიულ მაქსიმუმს გადაახტეს. ეს მოცემულობა კი ოზურგეთში, ისე როგორც ბევრ სხვა ქალაქში, მეორე ტურის ჩატარებას გარდაუვალს ხდის.
მოკლედ, მოქმედი მერი, კონსტანტინე შარაშენიძე აღნიშნული თანამდებობის შესანარჩუნებლად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით კვლავ იბრძოლებს და ის საარჩევნო მარათონში აგვისტოს მეორე ნახევრიდან ჩაერთვება.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, შარაშენიძემ საკუთარ მომხრეებთან რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა, სადაც, თავისი სურვილი არჩევნებში მონაწილეობაზე გააჟღერა.
ეს თუ ასე მოხდა, ანუ შარაშენიძე დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, მაშინ “ოცნებას”, როგორც ოზურგეთში ამბობენ, “დედასთან ერთად, მამაც აღარ ეყოლება”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share