ენმ უნდა დავიწროვდეს, სააკაშვილმა, უგულავამ, ბოკერიამ პასუხისმგებლობები აიღონ – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას თქვა, რომ ენმ უნდა დავიწროვდეს, სააკაშვილმა, უგულავამ, ბოკერიამ პასუხისმგებლობები აიღონ:

“დავავიწროვოთ წრე, იქ [ნაციონალურ მოძრაობაში] არიან ახალი თაობის პოლიტიკოსები. თუ უშუალოდ არ აქვთ ჩადენილი დანაშაული, კი ბატონო, დარჩნენ პოლიტიკაში, მაგრამ რაც შეეხება მოძრაობის ლიდერებს სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია, ვინც ლიდერები იყვნენ ამ დანაშაულებრივი სისტემის რა თქმა უნდა, მათ ეკუთვნით, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. ჩვენ ხომ პარტიაზე არ ვსაუბრობთ, არიან კონკრეტული ლიდერები. პარტიას ხომ არ ვკრძალავთ, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს საკონსიტუტიცო სასამართლოს პრეროგატივაა. ნუ დათანხმდებიან, მათი გადასაწყვეტია” – თქვა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share