ოზურგეთის კინო-თეატრი და პატარა ტელევიზორში ნანახი “ტიტანიკი” – გიორგი კეკელიძის პოსტი

”ოზურგეთი მთლად ინდუსტრიის მშენებელი ვერ იყო, მაგრამ ციტრუსის და ჩაის ძალისხმევით, წელგამართლ ქალაქთა რიცხვში ნამდვილად ეწერა. შესაბამისად, ოზურგეთს კინოთეატრი ჰქონდა. სახელად ოზურგეთივე. პირველად იქ მერვე კლასში აღმოვჩნდი. მანამდე, ოთხმოცდაათიანების ხელით გადარაზული გახლდათ და დროის ან ვინმეს სიმუხთლეს წარწერაზე უ და რ ჩამოეტეხა. ეს უ
და რ ერთმანეთში გადახლართულიყვნენ და მათი ჩახუტება იმ რიცხვს მიაგავდა, ვახტოია ღლონტს რომ ხუთჯერ შვიდი ეგონა. ხოლო რამდენი ეგონა, ამაზე თქვენ იფიქრეთ, მე სხვა ამბავს გიყვებით.
ჰოდა, ერთ დღეს მასწავლებელმა წაგვიყვანა და შევედით ფეხების თრთოლვით და გულის ფრიალით. მე მომიწია მეორე რიგის სკამი, რომელზეც საგანგებოდ შევამოწმე სავარაუდოდ ამოშვერილი ლურსმანი. არ აღმოჩნდა.
წინ უზარმაზარი ეკრანი მდუმარებდა და ველოდით მის სადღესასწაულოდ განათებას. ველოდით, ველოდით და უცებ შემოიტანეს პატარა ტელევიზორი, დადგეს დიდი ეკრანის წინ და ჩართეს ტიტანიკი.
გგონიათ გატყუებთ? ჩემს დანარჩენ ათობით კლასელს ჰკითხეთ. ამ სიშორიდან ფილმი ეს ამბავი უფრო იყო, ვიდრე ტიტანიკი. ჩვენ ამგვარ ,,ფილმებში,, გავიზარდეთ.”
გიორგი კეკელიძის პოსტი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share