“პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას თბილისში მივიღებთ”

,,ენმ”-ს თავჯდომარე, ნიკა მელია,  ზუგდიდის  ოფისში რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების  შემდეგ  მელიამ განაცხადა,   ბევრი მნიშვნელოვანი პარტიული  საკითხი განიხილეს, შეთანხმებასაც  მიაღწიეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მედიისთვის არ მიუწოდებია.

 ,,ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით  საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში თბილისში მიიღებს – განაცხადა ნიკა მელიამ.

,,ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს განაგრძობს, რათა საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით მოსახლეობისა და  პარტიული აქტივის აზრი გაარკვიოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share