დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესია ჩანიშნული. სასამართლომ ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე უნდა იმსჯელოს.
სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სასამართლო და “ქართული ოცნება” საქმის მოკლე ვადებში დასრულებას ჩქარობს, ამიტომ პროცესები ფორსირებულად მიმდინარეობს.
“წინა პროცესის ჩატარების მცდელობამ ყველაფრის ფასად ცხადყო ის, რომ ხელისუფლებას და სასამართლოს განზრახული აქვს ეს პროცესი ჩაამთავროს რაც შეიძლება სწრაფად, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ ახალი განაჩენი.
შესაძლებელია სხდომა ჩაატარონ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე, შესაძლოა, შეუვარდნენ პალატაში და აიძულონ, რომ მონაწილეობა მიიღონ პროცესზე, არაფერი აღარ არის გამორიცხული”, – ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.
დაცვის მხარის სურვილია სხდომა “ვივამედში” გაიმართოს, თუმცა დააკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობას მოსამართლე ჯერ უცნობია.