ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ინსტიტუციების გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით – მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლებას მისცა გაწერილი და დეტალური ნუსხა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – “მე არ ვფიქრობ, რომ საქართველო დარჩა გარეთ, თქვენ მოგეცათ ნუსხა იმ ქმედებების, რაც უნდა განახორციელოთ და ახლა საქართველოს მთავრობამ ნამდვილად იცის რა უნდა გააკეთოს, რომ დააკმაყოფილოს საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ” – ამბობს გრეგოროვა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვისას.

“მე ვერ გაგცემთ პასუხის რატომ იყო საქართველო წარმატებული წარსულში და რატომ აქვს უკუსვლა დღეს. ეს არის ბევრი მიზეზის გამო მათ შორის ოლიგარქის გამო, მე ვერ გეტყვით რა მოხდება 24-ში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ევროკომისიის პოზიცია, რომ საქართველო შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრი, იქნება გათვალისწინებული…
რასაკვირველია ჩვენ ის [ბიძინა ივანიშვილი] ვახსენეთ რეზოლუციაში და ვახსენეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთ ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ინსტიტუციების გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით, მაგრამ ევროკომისიის მოსაზრებაში ნათქვამია, როგორი გავლენის ქვეშ არის მთელი სისტემა მის გამო და ის, რომ არ არის მაგალითად ნდობა დამოუკიდებელი სასამართლოსი. როცა არ არის ნდობა სასამართლოსი, იქ არ შეიძლება ვილაპარაკოთ ცალკე პიროვნებებზე, უნდა ვილაპარაკოთ სისტემაზე.” ამბობს გრეგოროვა.

კითხვაზე, რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებაზე, გრეგოროვა ამბობს, რომ პესიმისტურად არის განწყობილი:

“ჩემი პირადი აზრია, მაგრამ იქიდან რაც აქადე ვნახეთ საქართველოს მთავრობისგან, მე არ მინახია მეგობრული ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინათ ურთიერთობა ევროკავშირთან, მე ძალიან პესიმისტურად ვარ იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია მიაღწიოს, მაგრამ არსებობს რეფორმების ნუსხა და არსებობს კანდიდატის სტატუსი და თუ ეს რეფორმები არ განხორციელდა, მაშინ მოსახლეობამ უნდა მოსთხოვოს საკუთარ პოლიტიკოსებს ამის გაკეთება” ამბობს გრეგოროვა. 

ევროპარლამენტარმა მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერს დემონსტრაციებს:

“ვიცი, რომ არის დიდი დემონსტრაცია პროევროპული თბილისის ქუჩებში და მე მას ვუჭერ მხარს. საქართველოს მოსახლეობამ უნდა უთხრას დემონსტრაციებით, გამოსვლებით რას ფიქრობენ საქართველოს მთავრობას და მოსთხოვონ ამის შესრულება იმიტომ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოს მთავრობისთვის იქნება წაგებული.

გამოიყენეთ ეს ბერკეტები იმისთვის, რომ გააგებინოთ მთავრობს რას ფიქრობს მოსახლეობა სინამდვილეში, ჩვენ ამაზე მეტად ვერ ჩავერევით თქვენს საქმეებში, ჩვენ მხოლოდ დახმარებას ვცდილობთ.” ამბობს გრეგოროვა.

ქართული ოცნების ლიდერებისა და მათი თავმჯდომარე კობახიძის განცხადებას, რომ ევროპისთვის აღარაფერს ნიშნავს საქართველოს მიერ, 30 წლი წინ გაღებული სისხლი და მსხვერპლი, გრეგოროვა არ ეთანხმება და ემიჯნება:

“მე ყველანაირად ვემიჯნები ამ განცხადებას, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ვცდილობთ რომ ამ მიმართულებით დაგეხმაროთ. რაც შეეხება უკრაინისა და მოლდოვას პრობლემებს და ის, რომ მათ მაინც მიენიჭათ სტატუსი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მთავრობა არ ეძებს მიზეზს, რის გამოც არ ენიჭება სტატუსი. მოლდოვას მთავრობა ძალიან პროევროპულია, საქართველოს მთავრობა მხოლოდ ჩვენ გვადანაშაულებს  რომ ფეიკნიუსებს ვავრცელებთ და შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის, რასაც გვაბრალებს და ვერ გაიგეს, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები და უნდა გითავისონ, იმის მაგივრად რომ სხვებისკენ გაიშვირონ თითი, თითი საკუთარი თავისკენ გაიშვირონ.” ამბობს მარკეტა გრეგოროვა “დღის სტუმრის” ეთერში ჩართვისას. 

[სინქრონული თარგმანი]

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share