დაბა ურეკში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები ურეკის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ და 13 დაკავებული პირის საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება და ობიექტური გამოძიება მოითხოვეს.
ბრალდებულებს გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმას ედავება.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან და პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.
შეგახსენებთ, 25 ივნისს დაბა ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.