რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები უკვე იკრიბებიან. ადგილზე უკვე მივიდა ავტოკოლონების ნაწილი. რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებიან “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც.
ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ საქართველო ახლა ევროპულ მომავალს ჰკარგავს და ამიტომ დღეს და ხვალ პარლამენტთან ბევრი ადამიანის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
”ყველა ერთხმად აღნიშნავს მკაფიო რაღაცას, რომ ჩვენ ვკარგავთ ევროპულ პერპსექტივას. ეს გაყალბებული არჩევნები და გაყალბებული პარლამენტი არის რუსული დუმა, არის კატასტროფა ამ ქვეყნის მომავლისთვის. 9 საათიდან არის დაანონსებული შეკრება და ვისაც ღამე არ სძნავს, მოდით ორზე, სამზე, ვინც ადრე იღვიძებთ, დილით მოდით, იმიტომ, რომ მნიშნეოვანია ჩვენი შილებითვის და მომავლისთვის. ბევრი ადამიანი არის პრევენცია ყველანაირი არეულობის,. რუსული ჭაობის გაფორმება ხდება, – ამბობს გიგი უგულავა.
გაყალბებული არჩევნების შემდეგ პაარლამენტის შენობაში ხვალ პირველი სესიაა ოპოზიციის გარეშე და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე ჩატარდება. “ქართული ოცნების” წევრები დარბაზში მარტო იქნებიან.
პარლამენტში პირველი შეკრება “ოცნებისთვის” მშვიდად არ ჩაივლის, ქუჩაში ხალხი მიტაცებულ არჩევნებს გააპროტესტებს.