ეს იყო ბოლშევიკური შეკრება, სადაც იყო ერთი ბელადი, მაკურთხებელი ხელით, რომელსაც უკოცნიდნენ – ბეჟან ჯავახია

ეს იყო ბოლშევიკური შეკრება, სადაც იყო ბოლშევიკური პარტია და ერთი ბელადი მაკურთხებელი ხელით, რომელსაც უკოცნიდნენ, – ასე შეაფასა გუშინდელი არაღიარებული პარლამენტის შეკრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბეჟან ჯავახიამ.

მისი თქმით, ჩვენ ვართ რუსული რეჟიმის შემთხვევაში, რომელსაც წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ,  ისე როგორც რუსულ რეჟიმს.

“ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს. ჩვენ გვაქვს დიდი ბრძოლის ეტაპები“, – თქვა მან გადაცემა “რეაქციაში“.

”ჩვენ ვართ რუსული რეჟიმის შემთხვევაში, რომელსაც წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ,  ისე როგორც რუსულ რეჟიმს. ახლა იმის დრო არ არის, ვიღაც ვიღაც არ მოსწონს, გინდა ნაცი დამარქვით, გინდა ლელო, ჩვენ უნდა გვქონდეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა, წინააღმდეგობის მოძრაობა, სხვა შემთხვევაში წინსვლის შესაძლებლობა არ გვექნება…

ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს. ჩვენ გვაქვს დიდი ბრძოლის ეტაპები. არცერთი ადამიანი არ უნდა შევიდეს ამ პარლამენტში და თქვას, რომ ჩვენ რუსულ მთავრობასთან არ ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share