„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, საარჩევნო სიის 19-ვე წევრმა უარი ოფიციალურად თქვა სადეპუტატო მანდატებზე:
„კოალიცია ცვლილებისთვის“ 19-ვე წევრმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. ამით სრულად გავწყვიტეთ სამართლებრივი ურთიერთობა არალეგიტიმურ „პარლამენტთან“. არ მივიღებთ საბიუჯეტო დაფინანსებას და სხვა საპარლამენტო პრივილეგიებს.” ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარტიების ოფიციალური მიმართვის შემდეგ, ცესკომ 3 პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები გუშინ, 26 ნოემბერს გააუქმა.