“არ მივიღებთ საბიუჯეტო დაფინანსებას და სხვა საპარლამენტო პრივილეგიებს” | „კოალიცია ცვლილებისთვის“ 19-ვე წევრმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, საარჩევნო სიის 19-ვე წევრმა უარი ოფიციალურად თქვა სადეპუტატო მანდატებზე:

„კოალიცია ცვლილებისთვის“ 19-ვე წევრმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. ამით სრულად გავწყვიტეთ სამართლებრივი ურთიერთობა არალეგიტიმურ „პარლამენტთან“. არ მივიღებთ საბიუჯეტო დაფინანსებას და სხვა საპარლამენტო პრივილეგიებს.” ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარტიების ოფიციალური მიმართვის შემდეგ, ცესკომ 3 პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები გუშინ, 26 ნოემბერს გააუქმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share