“ქართულმა ოცნებამ” სასაკლაო მოაწყო – ქათამაძე

ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აუდიენცია დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა მოქალაქეებმა “პირველებთან” განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილთან საუბარი ერთობას შეეხო და ყველამ კარგად გაიაზრა ის მოცემულობა, რომ ახლა საქართველოს ევროპული მომავალი თითოეული მოქალაქის დასაცავია.

აუდიენციის დასრულების შემდეგ, მომღერალი ნინო ქათამაძე 28-29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ ანგარიშსწორებასაც გამოეხმაურა და სპეცდანიშნულების რაზმებს მკვლელები უწოდა.

”შევთანხმდით, რომ არის კრიზისი და ყველა თავის სფეროში, თავის მხრივ, შესაძლებლობებს გამოიყენებს, რომ საქართველო თავის დღის წესრიგს დაუბრუნდნენ. სასაკლაო მოაწყვეს, დასდევდნენ ახალგაზრდებს. ჟურნალისტები თავგანწირვის ფასად მუშაობენ. ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა ერთისა, რომ ესენი მკვლელები არიან”, – ამბობს ნინო ქათამაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share