ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში – აცხადებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც უკრაინაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ომში მყოფ ქვეყანაში ვიზიტი, მესამე პრეზიდენტთან შეთანხმებით გადაწყდა:
“ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში, აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ და ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა არის უცვლელი და არ ცვლის არაფერი”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.