საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო-რუსეთს შორის რაგბის მატჩის დროს პროვოკაციას გეგმავს. მისი თქმით, სამართალდამცველები სათამაშო მოედანზე ძალადობას არ დაუშვებენ.
„საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი გუნდი და ჩვენ არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ რაგბის შეხვედრებში, შესაბამისად ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ ჩვენს სპორტსმენებს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. რაც შეეხება მოსალოდნელ პროვოკაციას, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავები ასეთი პროვოკაციების აღკვეთისთვის შესაბამის ზომებს მიიღებენ და არ დაუშვებენ რაიმე ტიპის ძალადობას სათამაშო მოედანზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.