საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ თავისუფლების მოყვარულ ხალხს ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაშინებს:
“მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალით, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია.
ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას. ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მოვხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის. ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. ცნობისთვის, ყაზახეთის ხელისუფლებამ 1-ლი იანვრიდან ერთი ლიტრი თხევადი აირის გაზარდა, რის გამოც 2 იანვრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი პოლიტიკურში გადაიზარდა. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა დღეს, 5 იანვარს გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.