ნათია ნიკოლაიშვილი – ვინა ხართ,საიდან მოხვედით ეს მართლა ველური,სასტიკი,ლაჩარი რასა

ვინა ხართ,საიდან მოხვედით ეს მართლა ველური,სასტიკი,ლაჩარი რასა,ხელისუფლების მადლობებისგან წახალისებულები ყოველდღე ჯოჯოხეთს რომ აწყობთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ

ქართველი ხალხი არ დავთმობთ თავისუფლებას, არც დღემდე სისხლით მოტანილ დამოუკიდებლობას, არც ქვეყნის განვითარების ევროპულ გზას,რომელიც სისხლში გვაქვს, ჩვენი იდენტობაა და კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ.

როგორ ბედავთ და იმ უკანასკნელ ზღვარსაც შლით,წინა რეჟიმის სისასტიკისგან რომ განგასხვავებდათ “ხელისუფლებავ”-სად არის თქვენი “მშვიდობა,ევროპა,ღირსება”?!ალბათ,ღირსებით ჩეხავენ,ლეწავენ,წაქცეულს და გონდაკარგულს სცემენ,დასდევენ ტაძრებში,თეატრებში,აფთიაქებში,მეტროში და ბოლოს სახლის კარამდეც მიყვებიან ალბათ

ასეთი თაობა მართლა ხელისგულზე უნდა ატაროს ნორმალურმა სახელმწიფომ,მისცეს განვითარების და ბედნიერი ცხოვრების ყოველგვარი საფუძველი,თქვენ რას აკეთებთ?ასახიჩრებთ ფიზიკურად და სულში აფურთხებთ მხოლოდ იმის გამო,რომ ცდილობენ მომავალი დაიცვან,თვალი აგიხილონ. გაჟღინთეთ ჰაერი გაზით,წიწაკის სპრეით,სისხლის სუნით,სიძულვილით

რატომ?რატომ გვტოვებთ პირისპირ მტერთან მარტოს, რომელიც ჩასაფრებული ელოდება როდის ჩაგვიტყდება ის ბეწვის ხიდი,რომელზეც უკვე მერამდენედ გავდივართ.წადით კომპრომისზე ხალხთან,როგორ ფიქრობთ ამ დაუნდობელი,მოღალატეობრივი ქმედებით გაიმარჯვებთ?ან რად გიღირთ საკუთარ ხალხზე ძალადობით მოგებული ომი…

არა ძალადობას!ვერ გამართლდება ვერანაირად ეს შემზარავი რეალობა!!!სოლიდარობა პროტესტის ყველა უკანონო პატიმარს!!!სოლიდარობა დედებს,რომლებიც უმოწყალოდ ნაცემ შვილებს საავადმყოფოებში,ციხეებში დაეძებენ და მაინც ღირსეულად დგანან!!!საქართველო არ გარუსდება,საქართველო ევროპაა,გავიმარჯვებთ სახელოვნად

ნათია ნიკოლაიშვილი’ ოზურგეთი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share