მსახიობი, გიორგი ნაკაშიძე ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელიც გუშინ მეგობრის გადასარჩენად, წინა ხაზზე შესული, გომელაური უწყების თანამშრომლების “მსხვერპლი“ გახდა.
ნაკაშიძე გადაცემა “რეაქციაში“ იმ დეტალებს იხსენებს, რომელიც მას თავს გადახდა. მსახიობი ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა, რომელიც მხოლოდ ფილმებში უნახავს.
”ადამიანის მოსაძებნად შევედი, წამავლეს ხელი და წამიყვანეს, არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. სამი ადამიანი შემოიყვანეს… არ შეიძლება ადამიანის ასე ცემა და დამცირება, როგორც შეიძლება ასე ერი და ადამიანი გაიმეტო. პოლიციის შენობაში ვიდრე გადაგვიყვანდნენ, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა მოხდა, რომელიც მხოლოდ ფილმებში მინახავს.
დროდადრო მოჰყავდათ ხალხი, ასევე უმოწყალოდ ნაცემები და ივსებოდა დიდი დარბაზი. ყველა პირადი ნივთი ჩამოგვართვეს, მხოლოდ პიდარობის მოწმობა დამიტოვეს.
35 წლის წინ, ჩემს მეგობრებთან ერტად ვიდექი და ომში ვიყავი წასული, უმაგრეს ბიჭებთან ერთად და ეს ყველაფერი ასე ფუჭად უნდა წავიდეს? ალბათ, იმ ხალხშიც გაიღვიძებს რაღაც სუფთა, რადგან ამ ქვეყანას არ ეკადრება ის , რაც ახლა გარეთ ხდება“, -იხსენებს ნაკაშიძე.