რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია – ნაძვის ხეზე მოქალაქეებმა საპოტესტო ბანერები დაკიდეს

უწყვეტი პროტესტის მე-18 დღე და გადაკეტილი რუსთაველის გამზირი – საქართველოს მოქალაქეეები ისევ ახალ არჩევნებს,  პატიმრების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ  – იმ პოოოოლიციელების და სპეცრაზმელების, ვინც მშვიდობიან მოქალაქეებს სისხლიანი ღამეები მოუწყო. ხალხი რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობით  და პლაკატებზე დაწერილი მოთხოვნებით მივიდა.

დღეს ქალაქის ორივე სანაპირო პარალიზებული იყო. შედგა 7 მარში და ქუჩაში გამოვიდა ყველა პროფესიის და ასაკის ადამიანი.

ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიტანილი ნაძვის ხე დღესაც საპროტესტო წარწერებითაა აჭრელებული. ევროპული მომავლის მცველებმა კალაძის ნაძვის ხეს დაკიდეს სათამაშოები, რომელსაც აწერია “ყალბი მთავრობა”,  “ყალბი პრეზიდენტი” და  დაასანქცირეთ დამნაშავეებები.

”შემიძლია გავიხსენო, 1989 წელს, მაშინ ვიყავი 11 წლის და 9 აპრილის მეორე დღეს, 10 აპრილს მოვყევით საშინელ, არც მინდა გახსენება, ისეთ ცუდ ვითარებაში. ტანკები, ჯარისკაცები, ავტომატები და აღარ მინდა” – ამბობს მოდელი კრისტი ყიფშიძე. 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share