პუტინი უკრაინის მოქალაქეებს ციმბირსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ასახლებს. მოპოვებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოცემული განკარგულება, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი მარიუპოლიდან ციმბირში უნდა გადაასახლონ. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ პრესაში გავრცელდა.
ბრიტანული მედია აქვეყნებს დოკუმენტებსა და მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ უკრაინიდან დეპორტირებული პირები შორეულ აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მიჰყავთ.
ბრიტანული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე რუსებმა 20 ათასზე მეტი უკრაინელის გადასახლება მოახერხეს.
„საპორტო ქალაქ მარიუპოლის მაცხოვრებლებს მოსთხოვეს, ხელი მოეწერათ დოკუმენტებისთვის, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ მათ ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები უშენდნენ ცეცხლს. როგორც იტყობინებიან, ხელის მომწერებს ეუბნებოდნენ, რომ მათ არ შეუძლიათ უკრაინაში დაბრუნება, ვინაიდან იქ მათ “დევნა’’ ემუქრებათ“ – წერს The Independent.