აუცილებელია გათავისუფლდნენ დაკავებულები, რომლებიც აბსურდულად არიან აყვანილები” – ამის შესახებ “პირველებთან” მსახიობმა ნატა მურვანიძემ განაცხადა.
მსახიობი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ “ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, ვის ებრძვის”.
”აუცილებელია გათავისუფლდნენ დაკავებულები, რომლებიც აბსურდულად არიან აყვანილები. უმძიმესი რამ ხდება, იმიტომ რომ იძარცვებიან, სცემენ და სრულიად აბსურდული ბრალდებებით. ზოგის პროცესს დავესწარი, ზოგი ვნახე სოციალურ ქსელში. ეს ახალგაზრდები, ბავშვები აუცილებლად გასათავისუფლებელი არიან. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ვის ებრძვის და რა მეთოდით.
ქვეყანამ გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ მისწრაფებაზე არ არის ლაპარაკ.ი დღეს ჩვენ აქ ვდგავართ ლიდერის გარეშე. აპარტიული შეკრება გრძელდება ამდენი ხანი. ჩვენი აქ ყოფნა არის სხვის უსაფრთხოება”, ამბობს ნატა მურვანიძე.