გურიის მოამბე

მასმენინებდნენ, ტრაქტორი რომ უნდა ამოეყვანათ, მიწა ამოეთხარათ და ცოცხლად დავემარხეთ’ – 24 წლის ბიჭის ჩვენება

“მასმენინებდნენ, ტრაქტირი რომ უნდა ამოეყვანათ, მიწა ამოეთხარათ, შიგნით ჩავეგდეთ და ცოცხლად დავემარხეთ” – ეს შოკის მგვრელი ჩვენება გამოძიებას აქციების 24 წლის მონაწილემ მისცა. სპეცრაზმელები, ვინც 24 წლის დაკავებულს ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ, ამ დრომდე დაუსჯელები არიან.

მსხვერპლი რეჟიმმა ციხეში იქით გაუშვა. 24 წლის ბიჭს 9 წლით პატიმრობა ემუქრება. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს ახალგაზრდა ბიჭის ცოცხლად დამარხვის ისტორია დარბაზში არც კი შეუმჩნევია. ირკვევა, რომ ის ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა მოძალადეთა კორდონში გაატარე, ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს ლისის ტბის მიმართულებით, სადაც ჯერ გაუპატიურებით, შემდეგ კი მიწაში ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ.

“ჭუმბურა”, “ასლანა” და გეთიაშვილი – რევაზ კიკნაძემ მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე სპეცრაზმელებიც დაასახელა. ამ ჩვენების შემდეგ შეუძლოდ გახდა და სხდომა დროებით შეწყდა.

რეზო კიკნაძის ცოცხლად დამარხვის მცდელობის და წამების ისტორია ერთ-ერთი საქმეა, რომელიც ძალადობის 12 ეტაპიანი სქემაში მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ის სასტიკი მეთოდები აღწერეს და დაადოკუმენტრეს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდა. იყო შემთხვევა, როდესაც დაკავების, მიკროავტობუსში სპეცრაზმმა გაზის კაფსულა შეაგდო.

შოკისმომგვრელია ფაქტები, რომლებიც ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მათმა იურისტებმა მსხვერპლებთან უშუალო გასაუბრების შემდეგ მოუყვნენ. იურისტების თქმით, აქტივისტების  წამებას  პირადად იღებდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე “ხარება”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share