სახელმწიფო ინსტიტუტს ევალება, ყველაფერი გააკეთოს, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს – პრეზიდენტი

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები და არ მიიღო სხვა ზომები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებოდნენ. აქ საუბარია რუსულ კანონზე და იმაზე, რომ არ შედგა იუსტიციის საბჭოს რეფორმა – ეს არის ის, რაც ხელს უშლის ჩვენს სწრაფ სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ვარშავაში მედიის მიერ დასმულ კითხვას, “მიისწრაფვის თუ არა საქართველო ნატოსკენ? როგორ მიმდინარეობს საქართველო – ნატოს ურთიერთთანამშრომლობა?“.

პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ხალხი ბრძენია და იცის სად არის მისი ევროპული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი მომავალი.

”ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, პრეზიდენტს ევალება, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს.

ეს ეხება როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირს, რომელთანაც ამჟამად ყველაფერი გაჩერებულია. იმის შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები და არ მიიღო სხვა ზომები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებოდნენ. აქ საუბარია რუსულ კანონზე და იმაზე, რომ არ შედგა იუსტიციის საბჭოს რეფორმა. ეს არის ის, რაც ხელს უშლის ჩვენს სწრაფ სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი ბრძენია და იცის სად არის მისი ევროპული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი მომავალი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვარშავაში, საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა, პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share