ერთ აქტორს თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული – ვინ არის ბოროტმოქმედი? – იან კელი კალაძეს

”თქვენ საუბრობთ თქვენს დასავლელ მეგობრებზე. ამაყი ვიყავი, რომ ასე [მეგობარს] გიწოდებდით. ერთი გარე აქტორი, რომელსაც ეს არასდროს უთქვამს, თქვენი მოქალაქეების მკვლელობასა და გატაცებას აგრძელებს და თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. და მაინც, ვინ არის ბოროტმოქმედი?”

წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი X-ზე და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, “12 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველო გააერთიანა და უარი უთხრა ე.წ. დემოკრატიის შუქურას”, რომელსაც მისივე თქმით, ამ სტატუსს “გარე ფაქტორები ტენიდნენ”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share