“გურიის მოამბეს” მიერ გავრცელებულ მასალას ( http://guriismoambe.com/archives/41308 –ექსკლუზივი-სოფლის გამგებელი “ქართულ ოცნებას” ხალხის დაშინებაში ადანაშაულებს – ტერორი დვაბზუში) სადაც საუბარია, თუ როგორ აშანტაჟებს წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დვაბზუ- ბახვის ოლქში, მარიკა ჩხიკვიშვილი შშმ პირს, რომელიც სოფელ გაღმა დვაბზუს მაცხოვრებელია, მკითხველებში მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ინფორმაციას, ჩხიკვიშვილიც უმალვე გამოეხმაურა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და დაწერა:
“რამდენიც არ უნდა ეცადოს პატარა ადამიანებმა პოლიტიკის გამო ოპონენტის სახელი შეურაცხყოს, ეს შედეგს ვერასდროს მოიტანს. მოსახლეობა ტყუილებს არასდროს იჯერებს. პატივს ვცემ ჯანსაღ კონკურენციას ! ვგმობ ბინძურ მეთოდებს! შევხვდებით 2 ოქტომბერს” წერს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ძალადობასა და შანტაჟში დადანაშაულებული “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მარიკა ჩხიკვიშვილი.
ჩხიკვიშვილს, კომენტარში უპასუხა, მისმა კონკურენტმა პარტიიდან “საქართველოსთვის, კოკა ჯახუტაშვილიმა:
“მოგესალმები მარიკა. ალბათ პატარა ადამიანად შენი კონკურენტი, ანუ მე მომიხსენიე… რადგან 5-10 წუთის წინ მომხდარი ფაქტი, რომელიც “გურიის მოამბემ” გაანიუსა, გავაზიარე…. შესაბამისი კომენტარით.. (რაც პოლიტიკოსისთვის , აუცილებელი და ყურადსაღებია, მითუმეტეს ჩემსავე სამაჟორიტარო ტერიტორიაზე.)
რაც შეხება ჯანსაღ კონკურენციას , სამწუხაროა რომ მმართველ პარტიას სიტყვა -ჯანსაღის მნიშვნელობა არც სულ ბოლომდე გაქვთ შესწავლილი, ან გააზრებული ან/და უბრალოდ არჩევნების წინ არ იყენებთ….. ჯანსაღი კონკურენცია სულ მინიმუმ ნიშნავს :
1)სახელმწიფო რესურსის არ გამოყენებას
2)მოქალაქეების არ შეშინებას (სამსახურიდან განთავისუფლების მუქარით)
3)იძულების მეთოდების გამოყენებაზე უარის თქმას.
რაც შეეხება შენს ,,სტატუსში” თქმულს, გეთანხმები- ,,მოსახლეობა ტყუილებს არასოდეს იჯერებს” და დიახ, მართალი ხარ, ოპონენტის შეურაცხყოფას შედეგი არასდროს მოაქვს. ! ! !
და ხო ისე მაინც , მმართველ პარტიას შენ წარმოადგენ და რამდენი ხანი იქნება ამ ქვეყანაში ყველაფერი ოპოზიციის ბრალი ?”- კითხულობს ჯახუტაშვილი, რასაც მისი მხრიდან კანდიდატისთვის საჯარო დებატების შემოთავაზება მოჰყვა:
“გულწრფელად არ მესმის მე რა ვიკადრე? მმართველ პარტიასთან შედარებით ჩვენ არც ტელევიზია გვაქვს და არც სხვა ტიპის მედია გვყავს.. და არც საფუძველი ,,ფეიკ” ნიუსის შექმნის…. მეც გიმადლიდი და ახლაც მადლობელი ვარ იმისთის რაც გააკეთე… ეს საჯაროდაც მითქვამს ვამბობ და გავმეორებ…. მაგრამ დროა ცვლილებების ! ზუსტად ისევ შენი ნათქვამის ციტირებას მოვახდენ.. ,,პოლიტიკოსები მიდიან, პარტიებიც მიდიან და მოდიან.. ჩვენ ადამიანები და მეზობლები ვრჩებით” ზუსტად ვიცი რომ პოლიტიკა ეს არ არის, რაც ჩვენ სოფელში ხდება…. მიკვირს მაგრამ,რას ვიზავთ ? შენ მმართველ პარტიას წარმოადგენ რომელიც უკვე ზუსტად 9 წელია ხელისუფლებაშია და როგორც მაგიური ციფრი 9 თქვენი ანუ მმართველი პარტიის ,,მესიჯბოქსია”, მეთოდებიც მეცხრე წელს საგრძნობლად დაემსგავსა იმ ხელისუფალს რომელსაც ქართული საზოგადოება 2012 წელს ებრძოდა ! დანარჩენ შემთხვევაში, შეგვიძლია საჯარო დებატები გავმართოთ ! ფეისბუქ პირდაპირი ეთერის მეშვეობით ! ვისაუბროთ ფაქტებით , და პროგრამებით !”
ჩხიკვიშვილმა ჯახუტაშვილის მოკლედ, მხოლოდ ერთი წინადადებით უპასუხა: “ნახვამდის კოკა”
ამასობაში, “არენაზე” ადგილობრივი პროლეტარიატის ლიდერი, ლეიბორისტი, დავით მამალაძე შემოვარდა:
“მაგარი ჯანსაღი კონკურენციაა. ერთ მხარეს დგას ხელისუფლება და ყოფილი ხელისუფლება ნაც- ქოცების სახით თავისი ადმინისტრაციული რესურსითა და ნაძარცვი ფულებით, ხოლო მეორე მხარეს ჩაგრული ხალხი გაძარცული, რესურსების გარეშე დარჩენილი მხოლოდ ლეიბორისტული იდეების იმედად!”-ბრძანა “ლეიბორისტთა” ლიდერმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: