,,გურულები ბევრით ემსგავსებიან ამ ორ გვარს (იმერლებს და მეგრელებს –ი.მ.) მაგრამ მათსავით ხანგრძლივი და ფეხ-დადგმულნი ვერ არიან. ვერც შრომას აიტანებენ ბევრსა; ყოველთვის და ყოველგან ჰფეთქენ თოფის წამალივით. მოძრაობაში, სიტყვა-პასუხში თუ საქმეში ყველგან მოსწრებულნი არიან.
ლხინში ღმერთმა მოგსცეთ, მაგრამ ჭირში კი რა მოგახსენოთ. ერთის სიტყვით, იმ საქმეში, რომელიც კი დიდს დროს არ თხოულობს გურული დაუფასებელია და მის მაგივრობას ვერავინ იზავს. ვაგლახათ ნუ შეეხებით მის თავის-მოყვარეობას! ის დროთა ვითარებამ ,,გააკუჭიანა”, მაგრამ ვერ გატეხა. ის გრძნობს, რომ კაცია დასაფასებელი და თუ შეუხვდა, დროზედ ,,თავი კიტრად მიაჩნია” როგორც სხვისა ისე თავისი. ის არის ლხინის შვილი და ჭირშიაც სიცილით მოგეხმარება იმ ერთს იერიშზედ და მერე თუ იმ ერთის იერიშით ვერა გაარიგა რა, იქ აღარ ,,გიყუნცულებს, დასთრაკავს და წავა მისდა შინისკენ!”- აკაკი წერეთელი.