“ნოე რამიშვილი პარიზში გამომავალ ჟურნალში ,,ბრძოლა” (#3, 1925) წერდა: ,,საქართველოს ჯალათებმა ბ. ჩხიკვიშვილი დახვრიტეს, მაგრამ შეუძლებელია ხიშტით იდეის დამორჩილება, აგრეთვე 24 წლის განუწყვეტელ ბრძოლის წაშლა. საქართველოს სოციალ-დემოკრატია და მასთან ერთად მთელი ქართველი ერი არ დაივიწყებს ბ. ჩხიკვიშვილის მოღვაწეობას და ამ უშიშარ რაინდის სახელი სამუდამოთ უკვდავი დარჩება”. ამ დროს კი დღევანდელი საზოგადოების, ალბათ უმრავლესობა, აზრზე არაა ვინ არის ბენია”.