გმირთა მოედანთან შესასვლელ, ერთ-ერთ ესტაკადაზე აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ ავტომობილების მძღოლებისთვის გზა ჩაეკეტათ და ცენტრალურ მონაკვეთზე ჩამოსვლის საშუალება არ მიეცათ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევდა.
საბოლოოდ პოლიციამ გზის სავალი ნაწილი გაათაივუსუფლა, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
აღნიშნულს აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მისამართით აპლოდისმენტები და შეძახილები: “ყოჩაღ” მოჰყვა.
მოქალაქეებმა, რომლებიც საწვავზე ფასებს აპროტესტებენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოჰყვა.