უწყების ცნობით, საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტვა მოახდინეს, რაც დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს იწვევს.
საგამოძიებო უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ, სატრანსპორტო მოძრაობის გახსნისკენ და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებზე დამორჩილებისკენ მოუწოდებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.