“რისკი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იზრდება”

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რისკი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იზრდება. ამ თემაზე მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთის სამხედრო გაფართოების ფონზე, რეგიონში დაძაბულობა მატულობს.

“ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის რიტორიკას, ძალიან ძლიერ რიტორიკას რუსეთისგან, რომელიც ამბობს, რომ  ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მათ მოთხოვნებს, თუ არა, იქნება ის, რასაც ისინი უწოდებენ სამხედრო ტექნიკურ შედეგებს. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამოცდილება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება, ამიტომ ნატო დიდ ენერგიას ხარჯავს, რომ პრობლემის “პოლიტიკური გადაწყვეტის” გზა იპოვოს.

სტოლტენბერგი ასევე ამბობს, რომ ნატო მზად არის, რუსეთის “შეშფოთებები” მოისმინოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share