“ენმ”-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია, “მთავარ არხზე” ამბობს:
“პირდაპირ გეუბნებით, მე ვიჯდე ახლა ციხეში და მიხეილ სააკაშვილი იჯდეს პარტიის თავმჯდომარის კაბინეტში, ადამიანურად მართლა მირჩევნია. მაზოხისტი ხომ არა ვარ, სუს-ის მიერ აგორებელი ტალღაბის შხეფები მესხმებოდეს. ჩემ ადგილას წარმოიდგინეთ თავი. ბევრი გამოწვევაა და ამხელა მასშტაბის ადამიანია ტყვეობაში. მოლოდინი აქვთ ადამიანებს, რომ საათნახევარში დავგეგმო სპეცოპერაცია და გამოვიყვანო. ადამიანურად მირჩევნია, მე ვიყო ციხეში და მიშა მუშაობდეს ჩემ გამოყვანზე. ეგოისტი ვარ? პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც, მართლა მირჩევნია. ვაცნობიერებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში დავტოვე ყოვლისშემძლეს შთაბეჭდილება, რომ შემიძლია საათნახევარში გავათავისუფლო სააკაშვილი – და ეს ვერ შევძელი.”