ოზურგეთის ყოფილი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი სოფელ ცხემლისხიდში, შოთა მახარაძე ხელისუფლებას რუსეთის მომხრედ მოიაზრებს, ის ამის შესახებ, სოციალ ქსელში წერს:
”ნუ უკავშირებთ, მიშას, ნაცებს და ოპოზიციას, უკრაინის საკითხს, დღეს საქართველოს 90% უკრაინას უჭერს მხარს. გამოიყენა მთავრობამ, ის რომ ვინც უკრაინას უჭერს მხარს ნაცები არიან. არა და არაფერ შუაში არიან ნაცები, ჩვენ უბრალო ხალხი ვართ უკრაინის მხარეზე, არავითარი პოლიტიკა. მთავრობა რომ რუსების მხარეზეა, ეჭვიც არ მეპარება. დიდება უკრაინას” – წერს მახარაძე.