ადვოკატი: „მელია დღეის შემდეგ არის პოლიტიკური ტყვე“

“რეალურად არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, რაც ლოგიკურია იმიტომ, რომ შეუძლებელია, რაიმეთი დაასაბუთო ეს გადაწყვეტილება,“ – ეს განცხადება ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა მას მერე გააკეთა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

ამასთან, საძაგლიშვილის თქმით, დღეის შემდეგ, მელია პოლიტიკური ტყვეა, რომელსაც ხელისუფლება მოლაპარაკებებში სავაჭროდ გამოიყენებს.

„მაშინ, როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ პატიმრობა არაა ერთადერთი, უალტერნატივო საშულება და რაღაც მზაობის შემთხვევაში, ისინი თანახმანი არიან, რომ გირაოთი შეიცვალოს, ეს ნიშნავს იმას, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს კანონის თანახმად, გარდა იმისა, რომ პირი გაათავისუფლოს. თუკი ნიკა მელია აქამდე იყო პოლიტიკური პატიმარი, დღეის შემდეგ არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში სავაჭროდ”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ: დღეს, 13 აპრილს, თბილისის სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის“  ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების საკითხი რამდენიმე საათის განმავლობაში იხილება. ნიკა მელია 23 თებერვალს პარტიის ოფისში დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ეს ვადა 17 აპრილს იწურებოდა. ამიტომ მოსამართლე ვალდებული იყო, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაესინჯა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share