ოდირმა დასკვნით დაადასტურა ყველა დარღვევა – ეკა ბესელია

ოდირმა დასკვნით დაადასტურა ყველა დარღვევა, მათ შორის კონსტიტუციით დაცული სტანდარტის – ამის შესახებ ეკა ბესელიამ  განაცხადა.

”განსაკუთრებით ხაზგასასმელია ამ დასკვნაში, რომ ფარულობის პრინციპი დაირღვა. ოდირი ამბობს, რომ ამ დარღვევების ფონზე, ახლა უკვე საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, მათი შეფასებელია ეს ყველფერი. ამ დასკვნამ წერტილი დაუსვა ყოველგვარ ყალბ მოლოდინებს, რაც “ოცნებას” ჰქონოდა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.

მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share