“ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა….თუ გამოსავალი ახალი არჩევნებია – უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი” | TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი

TAV Georgia-ს, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის, გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე ამბობს, რომ ბიზნესს სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. ამის შესახებ მან არალეგიტიმურ პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე შესვლამდე თქვა.

მისი განცხადებით, თუ გამოსავალი ახალი არჩევნებია, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას.

“მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, მე ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს, ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ ამისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი ის, რომ ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ რაც იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას”, – ამბობს ზაქარაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share